18 სექტემბერი 2026,   12:05
ვრცლად
რუსეთის მასირებული იერიში უკრაინაზე - კიევი და რამდენიმე ოლქი დაიბომბა, უკრაინამ საპასუხო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელა

ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა ჟიტომირის ოლქში.

აფეთქებები იყო კიევშიც, სადაც დაშავებულები არიან. სამიზნე გახდა სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო და სახანძრო სამუშაოები მიმდინარეობს.

საპასუხო დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს უკრაინაც. გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიში როსტოვის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დარტყმის შედეგად სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაზიანდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქშიც. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით 29 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

დღის ამბები