ბელგიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებს ულოცავს. ალექსანდრ დე კროს თქმით, აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია.
მისივე თქმით, გრძელი გზაა და საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს.
"ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია. ევროკომისიამ შესაბამისი ანალიზი დადო. ვფიქრობ, გზავნილი, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ვუგზავნით, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ მოლდოვა, შემდეგშია - ვაფასებთ გაწეულ შრომას, თუმცა გზა გრძელდება, ეს გრძელი გზაა და რეფორმებს საჭიროებს, ვისაც სურს ევროკავშირის ნაწილი გახდეს, კავშირი, რომელიც იძლევა კეთილდღეობასა და უსაფრთხოების გარანტიებს, მან აუცილებელი რეფორმები უნდა გაატაროს", - განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.