06 ივლისი 2024,   00:48
ვრცლად
თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო. ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

შედეგად, ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება.

"პეგასუსმა" პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. რეისის პირველ მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

დღის ამბები