06 ივლისი 2024,   00:25
ვრცლად
კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. შეზღუდვა ეხება მის პრაიმერიზში მონაწილეობასაც.

განაჩენის გამოტანის საფუძვლად მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტის 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან კავშირი დაასახელა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან ტრამპის ადვოკატები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ კოლორადოს ეხება, თუმცა ის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

დღის ამბები