06 ივლისი 2024,   01:44
ვრცლად
ძაღლს, რომელიც მძიმე ტრავმით ბაღდათიდან თბილისში გადმოიყვანეს, ოპერაციას უტარებენ - დადგინდა, რომ მას ზიანი არა ასაფეთქებლით, არამედ თავში ბლაგვი საგნით ჩარტყმით მიაყენეს

ოპერაციისთვის ამზადებენ ძაღლს, რომელსაც ბაღდათში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება მიაყენეს. მიუსაფარი ცხოველი მოხალისეებმა გუშინ თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში პიროტექნიკა აუფეთქეს, თუმცა რენდგენოლოგიური კვლევით დადასტურდა, რომ ცხოველს მძიმე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის ამჟამად ხელოვნურ კომაშია, ძაღლს ოპერაციას, ვეტერინარებთან ერთად, სპეციალურად მოწვეული ნეიროქირურგი ჩაუტარებს.

ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები