16 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილას ყოფნას, რადგან ძნელია კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით - მიხეილ სარჯველაძე

მთავრობამ ევროკავშირის 9 დათქმის სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. 8 გვერდიან დოკუმენტში, გაწერილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დოკუმენტში ყველაფერი ნათლად არის ასახული.

"ყველაფერი მკაფიოდ არის გამოხატული სამოქმედო გეგმაში. ყველაფერთან დაკავშირებით არის კითხვაზე პასუხი, ეს არის გეგმა, რომელიც სთავაზობს უკლებლივ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ იყვნენ ჩართულები თუ კი ამის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნიათ, მაგრამ არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილას ყოფნას, რადგან ძნელია კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები