16 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამი წელი უამრავი სირთულით, დაბრკოლებით იყო სავსე, თუმცა ყველა ეტაპზე და მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწვა, საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსის მიღება - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გამოვიარეთ რთული სამი წელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. უამრავი სირთულით, დაბრკოლებით იყო სავსე ეს სამი წელი, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწვა, საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE" -ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ მყარად ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას.  

"ეს იყო წლის კულმინაცია და არა მარტო წლის. ჩვენ გამოვიარეთ რთული სამი წელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. უამრავი სირთულით, დაბრკოლებით იყო სავსე ეს სამი წელი, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწვა. თავიდან მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება, ამ ე.წ. პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, პოლიტიკური ვითარების დასტაბილურება, მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ამ სამი წლის განმავლობაში და საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ  ჩვენ მყარად ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას. ეს არის დაწყებული გზის გაგძელება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ყველა ხელშესახები მიღწევა, ეს იყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ კუთხით იყო  კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იყო ხალხის გამარჯვება, ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე, გამოცდილება, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა ამ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები