ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ყრილობაზე განაცხადა და ამასთან აღნიშნა, რომ დღეს, საქართველო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რთული გამოწვევების წინაშე დგას.
"დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა, შესაბამისად გართულდა ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ევროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად, დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.