03 ივლისი 2024,   14:05
ვრცლად
"ჰამასის" ცნობით, 24 საათში, ღაზაში 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული

207 დაღუპული და 338 დაჭრილი - "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ღაზის სექტორის ბოლო 24 საათის მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, ანკლავში 22,185 პალესტინელი დაიღუპა და 57,035 დაიჭრა.

უკვე სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ომი ჯერ არ დასრულდება - ისრაელი აცხადებს, რომ თავდაცვის უწყება "ხანგრძლივი ომისთვის" ემზადება, რადგან საბრძოლო მოქმედებები 2024-შიც გაგრძელდება.

დღის ამბები