19 სექტემბერი 2024,   05:18
ვრცლად
გარდაბანში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს - საშობაო სოფელში ყველა ასაკის ადამიანისთვის სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ასევე, სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა გაიმართება. ადგილზე შეძლებთ გემრიელი კერძებისა და ცხელი სასმლის დაგემოვნებას.

ღონისძიების პატარა სტუმრებს საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათების დამზადებისა და ორცხობილების მოხატვის საშუალება ექნებათ.

დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე და ბენდი "მიქსტურა" მიიღებენ.

საღამო საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

დღის ამბები