03 ივლისი 2024,   13:03
ვრცლად
ტრამპმა კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს მიმართა. ის კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომელიც მას შტატის მასშტაბით საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს.

"კოლორადოს გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება სწორი," - ამის შესახებ ტრამპის ადვოკატები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში წერენ.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა. კოლორადოს შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მიიღო მეინის შტატმაც.

დღის ამბები