03 ივლისი 2024,   12:42
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება - ისრაელის თავდასხმის შედეგად "ჰეზბოლას" 9 წევრი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ლიბანის საზღვართან ისრაელის თავდასხმის შედეგად "ჰეზბოლას" ცხრა წევრი დაიღუპა. ბოლო 24 საათში ისრაელის დაბომბვას ღაზაში 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს განცხადებით, ჰუმანიტარული სააგენტოები ბოლო სამი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ დახმარების მიწოდებას ღაზას ჩრდილოეთით. ანკლავში რთული ჰუმანიტარული ვითარებაა. შტატების სახელმწიფო მდივანი რეგიონში ვიზიტს გეგმავს, ის ისრაელში ჩავა. ეს ენტონი ბლინკენის მეოთხე ტური იქნება ახლო აღმოსავლეთში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.

"ჩრდილოეთით ძალიან მაღალ სამხედრო მზადყოფნაში ვართ. ფოკუსირებული ვართ "ჰამასთან" ბრძოლაზე. ეს ომი რთულ მომენტში დაიწყო. ვაპირებთ შევცვალოთ ჩვენი რუტინული თავდაცვის ზომები, ვგეგმავთ საზღვრებზე მეტი ჯარისკაცის ყოლას მინიმუმ მომავალ წელს. ჩვენ მივაღწევთ ბევრად უფრო დიდ შედეგებს. რაც არ უნდა რთული იყოს ის, რაც ახლა ხდება ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ამაზე კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. ჩვენ უსაფრთხოება პრიორიტეტია, რადგან უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია," - განაცხადა ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ.

დღის ამბები