03 ივლისი 2024,   13:02
ვრცლად
ტოკიოში ქალმა მატარებლის მგზავრები დაჭრა

იაპონიის დედაქალაქში, აკიჰაბარას სარკინიგზო სადგურზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი მატარებელში მომხდარი ინციდენტია - ქალმა მგზავრები დაჭრა.

„ამ დროისთვის, დაშავებულია ოთხი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - იტყობინება ადგილობრივი ტელეკომპანია NHK-ი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილთაგან ყველა კაცია.

დღის ამბები