03 ივლისი 2024,   13:38
ვრცლად
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გდანსკში მოხდა.

25 წლის ტაქსის მძღოლმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მგზავრს დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მას დანით დაემუქრა. პოლიციამ, ჩხრეკის დროს, ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინა. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები