16 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის $300 მილიონი გამოიყო

ამერიკული მედიის ცნობით, კონგრესში 2024 წლის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბაიდენის განცხადებით, შეთანხმება ამერიკას მისცემს საშუალებას, რომ თავიდან აიცილოს მთავრობის მუშაობის შეჩერება და დაიცვას ეროვნული პრიორიტეტები.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ზედა ზღვარი 1 მთელი 6 მეათედი ტრილიონი დოლარი იქნება. ამ თანხიდან 886 მილიონი თავდაცვის ხარჯებია, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილ $300 მილიონსაც.

სენატში დემოკრატების ლიდერის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებამ არ მოახდინოს გავლენა ვეტერანების დახმარებასა და ჯანდაცვის სექტორის დაფინანსებაზე.

დღის ამბები