29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლი სასტიკად სცემა, დაკავებულია - გამოძიება ცხოველის წამების, მისდამი სასტიკი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით დაიწყო

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლი ჯოხით სასტიკად სცემა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე, ცხოველზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, ძაღლი ცემის შედეგად მოკვდა. მარნეულის პოლიციასთან ღამით მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ, ისინი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

მარნეულის პოლიციის უფროსის თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გასული წლის დეკემბრის თვეშია გადაღებული.

შსს-მ გამოძიება ცხოველის წამების, მისდამი სასტიკი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები