გერმანიის კანცლერი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ.
"ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ დგას უკრაინის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული ღირებულებების მხარეს. ამიტომ ევროკავშირში ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის სასარგებლოდ თავიანთი ძალისხმევა გააძლიერონ", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირს უახლოესი სამიტისთვის, ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა წვლილს შეიტანენ ისინი წელს უკრაინის დასახმარებლად.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ შტატების შემდეგ, გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.