19 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"10-ზე მეტი ქათამი შეგვიჭამა, ძროხა და ცხვრებიც დაკბინა" - რას ჰყვება ძაღლის ცემის ფაქტზე დაკავებულის დედა

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლს ჯოხით სასტიკად სცემა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იქამდე ცხოველზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, ძაღლი ცემის შედეგად მოკვდა. სოფელ კაჩაგანში, დაკავებულის ოჯახის წევრები"კურიერთან" მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. "კურიერს: ასევე კიტხვა ჰქონდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ძაღლიოს ცემისთვის დაკავებულს 13 წლის ბავშვის შევიწროვებას ედავებიან.

როგორც დაკავებულის დედა გაისხანიმ აბასოვა ამბობს, ძაღლი აგრესიული იყო და მისმა შვილმა სწორედ ამიტომ სცემა. 

"10-ზე მეტი ქათამი შეგვიჭამა, ძროხა და ცხვრებიც დაკბინა. ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა. ეს ვიდეო ვიღაცამ გადაიღო და ახლა გაავრცელეს. ჩემი შვილი გუშინწინ მოტყუებით ხევში წაიყვანეს და იქ 5-მდე პირმა სასტიკად სცემა. დანას ეძებდნენ, ჩემი მოკვლა უნდოდათო, ჩემმა შვილმა მითხრა. სახლთან სასტიკად ნაცემი დააგდეს. გუშინ პოლიციელები რომ მოვიდნენ, ჩემი შვილი საწოლში იყო და ასე ნაცემი წაიყვანეს განყოფილებაში. ტყუილია, რომ მეხუთე კლასელი სექსუალურად შეავიწროვა. გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ბავშვზე იძალადა. ვუთხარი რომ ჩემი შვილი ამას არ იზამდა. გაუგებრობა მოხდა. ვფიქრობ ეს ვიდეო იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ჩემი შვილის ცემის ამბავი გადაეფარათ," - აცხადებს დაკავებულის დედა.

დღის ამბები