19 სექტემბერი 2024,   04:15
ვრცლად
კონკურენციის სააგენტომ "კავეა" და TKT.GE დააჯარიმა - სანქციის ჯამური ოდენობა 1 600 000-ზე მეტია

კონკურენციის სააგენტომ "კავეა" და TKT.GE დააჯარიმა - სანქციის ჯამური ოდენობა მილიონ 600 000-ზე მეტია.

"კავეას" მილიონ 120 000 ლარი, ხოლო შპს "თინეთს", რომლის 100% წილის მფლობელი "თიბისის" საბანკო ჯგუფია და რომელიც TKT.GE-ს ფლობს - 544  000 ლარი დაეკისრათ.

მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული "სადისტრიბუციო კომპანიას" და "თინეთს" შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ "თინეთის" მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა.

გარიგების მონაწილედ მიჩნეულია მომჩივანი შპს "ელ-ბილეთებიც", რომელიც თავის მხრივ  ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალ biletebi.ge-ზე ცდილობდა. ამ შემთხვევაში, სანქცია 5 368 ლარია.

დღის ამბები