უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ზელენსკი ლატვიასა და ესტონეთშიც გაემგზავრება.
ვილნიუსში ის ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, ასევე პოლიტიკური ძალების, მედიისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს ხვდება.
განსახილველ საკითხებს შორისაა უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და ევროპული მხარდაჭერის კოორდინაცია.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ დავამტკიცეთ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი. ინვარში კვლავ გავუგზავნით უკრაინას საბრძოლო მასალებს, გენერატორებს, ასევე, დეტონაციის სისტემებს, თებერვალში – М5777-ის ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობაში“, – განაცხადა ნაუსედამ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდა.