16 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის 5 მილიონი შვედური კრონა გამოყოს

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის 5 მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული ინფორმაცია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თანხა გამოყოფილია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება.

ამასთან, შვედეთის მთავრობამ თანხები გამოყო უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. პაკეტის ფარგლებში, უკრაინას 50 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა, ხოლო მოლდოვას – 5 ხუთი მილიონი.

"მხარდაჭერა ხორციელდება ნატო-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით და გამოყენებული იქნება, სხვა საკითხებთან ერთად, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და განათლებისთვის”, – აღნიშნულია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები