03 ივლისი 2024,   12:57
ვრცლად
"ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა

"ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა.

"ამერიკულ-სიონისტ-ბრიტანული აგრესია იემენის წინააღმდეგ ახორციელებს თავდასხმებს დედაქალაქ სანაზე, ჰუდაიდაზე, საადასა და დამარზე“, - წერს "ჰუსიტების“ ოფიციალური პირი აბდულ ქადერ ალ-მორტადა სოციალურ ქსელში.

თავდასხმებს "ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო "ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურეს, რომ იემენში "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა და ეს იყო პასუხი "ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში, "ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ "ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ.

დღის ამბები