აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი ისტერიაშია.
„ვხედავთ კონკრეტულ ისტერიას მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თუ „ლელოს“, თუ გახარიას პარტია. რაც შეეხება გიორგი გახარიასა და მის პარტიას, ვფიქრობ, უკვე კომიკურობამდე არის მისული მათი აქტივობები - განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში. აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.