პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, გახარიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა.
დავით მათიკაშვილის განმარტებით, გიორგი გახარია, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ცდილობდა და დღესაც ცდილობს, ქვეყანას ავნოს.
"ამ პიროვნებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და ეჩვენებინა მთელი საზოგადოებისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე აბსოლუტურად გასაგებია, ერთობლივად როგორ ცდილობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და დღესაც, როგორ ცდილობს ეს პიროვნება და მისი პარტიის წარმომადგენლები, ავნონ თავის ქვეყნის. ყველამ ყველაფერი იცის გადასარევად და ეს მართლაც არის 2%-იანი პარტია და 2%-იანი პოლიტიკოსი, რომლის პერსპექტივაც ამ 2%-ს ვერ გაცდება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.