16 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ლელოს" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს - მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე "ლელოში" შიდაპარტიულ არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიას განახლების რესურსი არ აქვს. მისივე შეფასებით, "ლელოს" საარჩევნო 5%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება.

"ლელოს" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს. მეტსაც გეტყვით - ალბათ, წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით შესაძლებლობებს, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგში გაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" დიდი ფიასკოს შემდეგ. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარკვეული ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც შეიძლება იზიდავდეს და, როგორც ჩანს, ამ მიზნის სამსახურშია მელიასთან დაწყებული კონსულტაციები და ა.შ. ისე, ყველა კარგად ხვდება, რომ განა რა რესურსი აქვს "ლელოს" განახლების" და ა.შ. თავისი თავი გასჭირვებია, რეალურად, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას და მე არ მგონია, რომ დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რომ სერიოზულად განახლებული გუნდი წარმოადგინოს,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"ლელოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი წარადგინეს. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე - ანა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი კი - ირაკლი კუპრაძე იქნება. 

დღის ამბები