19 სექტემბერი 2024,   20:22
ვრცლად
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ - იპოვეს მისი ძაღლი

15 იანვრის 17:00 საათიდან თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ.

თავდაპირველად, ის, თავის ლაბრადორთან ერთად, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, გრძელი, მწვანე ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით გავაშელი კამერებმა, ასევე ძაღლთან ერთად, თუმცა მოკლესახელოიანი მაისურით დააფიქსირეს.

აღმაშენებლის ხეივანზე, "ვენდისთან", იპოვეს დაკარგულის ძაღლი და თავად დათი გავაშელიც იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს.

მისი მეგობრების თქმით, ბოლო მონაცემებით, ახალგაზრდას შავი ჰუდი აცვია.

"გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია გექნებათ, დარეკეთ: 500 500 110, 577 555 800, 599 155 550, 591 000 220, 599 339 338", - წერენ გავაშელის მეგობრები სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები