08 ივნისი 2024,   12:41
ვრცლად
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დაჯილდოვდა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, "საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა" და "საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდის" ორგანიზებით, ტრადიციულად, სპორტული მედიაკავშირის, JAKO-ს საიუბილეო საღამოზე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოვლინდა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული, დიპლომატიური კორპუსისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენები - შესაბამისმა ფედერაციებმა, საუკეთესო ფედერაციები კი სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს.

გამარჯვებულები გახდნენ:


თავდაცვის სამინისტრო - პარაკარატისტი ჯონი თოფურია;

ქართული ჭიდაობის ფედერაცია - გურამ თუშიშვილი;

საავტომობილო სპორტის ფედერაცია - სანდრო თავართქილაძე;

სამბოს ეროვნული ფედერაცია - ვახტანგ ჩიდრაშვილი;

ათლეტიზმის ფედერაცია - თემურ სამხარაძე, ლევან მთიულიშვილი, ლევან გილიგაშვილი,
ჯაბა სეფიაშვილი, ცოტნე ბეჟაშვილი, გიორგი ბეჟაშვილი;

მასრესლინგის, ბაგირის გადაწევისა და კროსფიტის ეროვნული ფედერაცია - გიორგი ქვლივიძე;

კიბერსპორტის ფედერაცია - ნიკოლოზ ასათაშვილი;

უშუს ეროვნული ფედერაცია - ალექსანდრე კუჭავა;

რაგბის კავშირი - მერაბ შარიქაძე;

ჭადრაკის ფედერაცია - ქალთა გუნდი: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გაიმართა ცნობილი სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის, შესახებ შექმნილი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

დღის ამბები