19 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით, საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს - მედია

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, საბერძნეთის პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ იმყოფება და ახლა იძებნება, ხოლო ერთი მათგანი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის უკვე იხდის, - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი - 2023 წლის ივნისში.

დღის ამბები