"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ხაბეიშვილის გუნდმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამი თანაშემწე თანამდებობიდან მოხსნა. ერთ-ერთი მათგანი, მაია კუკავა, პარტიის მოქმედი მენეჯმენტისგან მუქარაზე საუბრობს და ანა წითლიძის მიმოწერას ასაჯაროებს, რომლითაც ირკვევა, რომ წითლიძე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.
მაია კუკავა მიზეზად ნიკა მელიას მხარდაჭერას ასახელებს.
"ჩვენ გავხდით ნიკას გუნდის წევრები და შავსა და თეთრს შორის არჩევანი რომ გავაკეთეთ, ამიტომ მოხდა ჩვენზე შურისძიება," - აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა.
სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ სჯერათ იმის, რომ ანა წითლიძე ვინმეს დაემუქრა.