25 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
კახეთში ბიძამ 14 წლის გოგო გააუპატიურა - ფაქტის შემდეგ, ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი შურისძიების მიზნით დაჭრეს
კახეთში, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა - შურისძიების მიზნით კი, არასრულწლოვნის ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.
 
გაუპატიურების ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც ისინი დროებით სამუშაოდ იმყოფებოდნენ.
 
არსებული ინფორმაციით, გოგონას მამიდა გარდაცვლილი ჰყავს, მისი ქმარი კი გოგოს ოჯახთან ერთად ფერმაში მუშაობდა. 

შურისძიების მიზნით, 45 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები გოგონას ბიძამ მიაყენა. სავარაუდო მოძალადე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოში გარდაცვლილი მეუღლის ნათესავებთან რამდენიმე წელია იმყოფება.

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი 45 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"კლინიკაში მკურნალობს 45 წლის კაცი, ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში ორი ჭრილობა. ჩატარებული აქვს ოპერაციული ჩარევა, არის მძიმე მდგომარეობა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს," - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს კლინიკის დირექტორი, სულხან სამხარაძე.

გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. 117-ე დაჭრის და 137-ე გაუპატიურების მუხლებით.

უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც 45 წლის მამაკაცი დაჭრა.

დღის ამბები