25 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი მხატვრების "ოქროს ფონდი" დაიწვა - განადგურებულია ნახატების 4 000-მდე ეგზემპლარი

ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი მხატვრების „ოქროს ფონდი“ დაიწვა. მედიის ინფორმაციით, განადგურებულია ნახატების 4 000 ეგზემპლარი.

ოკუპირებული ტერიტორიის თვითგამოცხადებული კულტურის მინისტრის განცხადებით, ხანძარი ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში "ეროვნული კულტურის აღუდგენელი დანაკარგია".

"შეიძლება ითქვას, რომ დაიწვა ყველაფერი. ეროვნულ საგამოფენო დარბაზის მეორე სართულზე ეროვნული ნახატების გალერეის ფონდები მდებარეობდა, 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი. მათ შორის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. აღუდგენელი დანაკარგია აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის," - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

ცეცხლის შესახებ დილის 04:00 საათზე გახდა ცნობილი. ხანძარს 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა, რის გამო განადგურდა ნახატების 4 000 ეგზემპლარი - ხანძრის შედეგად, თუ ცეცხლის ქრობის დროს წყლის ჭავლით, ამას გამოძიება დაადგენს.

როგორც ცნობილია ნახატების გალერეის ე.წ. დირექტორის განცხადებიდან, ცეცხლი თავდაპირველად შენობის სახურავს გაუჩნდა.

დღის ამბები