01 ივლისი 2024,   14:43
ვრცლად
ბაკურციხეში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

მიღებული ტრავმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები