29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, სხდომაზე, უმაღლესი განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს. 

"კავკასიის უნივერსიტეტში გავმართეთ მორიგი რექტორთა საბჭო. პერიოდულად ვმართავთ ასეთი ფორმატის შეხვედრებს, უნივერსიტეტის რექტორებთან და პრეზიდენტებთან, რათა ჩართულები იყვნენ განათლების რეფორმის იმ პროცესი, რომელიც ახლა სამინისტროში მიმდინარეობს. ვიმსჯელეთ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების  გამოწვევებზე", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის ფარგლებში, რექტორებთან შეხვედრა, პერმანენტულ რეჟიმში, საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება. 

დღის ამბები