29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
უბედური შემთხვევა ბათუმში - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეეზოვე დაიღუპა

ბათუმში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეეზოვე დაიღუპა. შუახნის ქალს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ქუჩას ალაგებდა. 

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები