29 სექტემბერი 2024,   05:18
ვრცლად
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა - უწყება მწუხარებას გამოთქვამს და უთანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს
დაცვის პოლიციის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
 
"დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო. 
 
პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. 
 
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.
დღის ამბები