29 სექტემბერი 2024,   03:03
ვრცლად
შვედეთში, ისრაელის საელჩოს წინ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

შვედეთში, ისრაელის საელჩოს წინ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ნაპოვნია ხელყუმბარა, რომელიც უცნობმა პირმა საელჩოს ღობეზე გადააგდო.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სპეციალისტებმა მისი გაუვნებელყოფა შეძლეს. სხვა დეტალებს სამართალდამცველები არ ახმაურებენ.

მომხდარის გამო, საელჩოს გარშემო ტერიტორია, 100 მეტრის რადიუსში, გარკვეული პერიოდი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.

დღის ამბები