16 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სამწუხაროდ არ ველოდები, რომ კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მათ შორის, სამთავრობო მოსმენებზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა - გურამ მაჭარაშვილი

პარტია "ხალხის ძალის" ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება და ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უარის მიუხედავად, მმართველი გუნდი ახალი მთავრობის დამტკიცებას შეძლებს.

"ექნება სრული მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობიდან ირაკლი კობახიძეს და მის სამთავრობო გუნდს. ვემზადებით 2024 წლის ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების დღისთვის, სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება 2027 ოქტომბრისთვის, ანუ მეორე წლისთვის. ისინი აქედანვე იწყებენ წუწუნს, აქედანვე აანონსებენ, რომ არ ენდობიან არჩევნებს, ეს კინო არაერთხელ გვაქვს ნანახი, ამიტომ, სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მათ შორის, ამ სამთავრობო მოსმენებზე იშვიათი გამონაკლისების გარდა. შეიძლება რამდენიმე დეპუტატმა კონსტრუქციულად დასვას კითხვა, თუმცა ეს პროცესი გავლილი გვაქვს, ეს არ გვაღელვებს, მთავარი არის ის, რომ შევძლებთ ახალი მთავრობის დამტკიცებას. შემდეგ უკვე საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყება საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები