02 ოქტომბერი 2026,   13:51
ვრცლად
"წარმოდგენა არ მაქვს, ვის მიერ არის ეს კვლევები ჩატარებული - არც გვაინტერესებს" - გიგა ფარულავა IRI-ის კვლევაზე

მეორე დღეა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას "კურიერმა" წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა იმ სუბიექტმა უნდა აიღოს, ვინც კონკრეტული პროცესი ან კვლევა ჩაატარა

"თუ ვინმე ატარებდა, თვითონ უნდა გასცეს პასუხი, ჩვენ არ ჩაგვიტარებია. წარმოდგენა არ მაქვს, ვის მიერ არის ეს კვლევები ჩატარებული. არც გუშინ გვქონდა ამაზე ინფორმაცია, არც დღეს და არც გვაინტერესებს, ვის მიერ არის ეს კვლევა ჩატარებული,"- აცხადებს გიგა ფარულავა. 

დღის ამბები