ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებულ გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.
გახარიას ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-იდან 5-თ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.