06 ივლისი 2024,   11:30
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარეს გასაჩივრებული ჰქონდა პატიმრობა და სთხოვდა მის შეცვლას თავდებობით ან გირაოთი.

საქმის პროკურორმა რამდენიმე დღის განაცხადა, რომ პროკურატურა მზადაა დანაშაულის აღიარების და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში სასამართლოსთვის ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობით მიემართა.

შეთავაზებაზე თანახმა იყო დაცვის მხარეც, თუმცა მათ ამ დრომდე არ წარუდგენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია და ცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროდან.

დღის ამბები