17 აგვისტო 2026,   03:40
ვრცლად
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა - ნაპოვნია სამი ცხედარი, 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველები მეწყერში მოყოლილებს - მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს, ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია სამი ცხედარი.

მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება. 
დღის ამბები