17 აგვისტო 2026,   06:25
ვრცლად
სამეგრელოში, სადაც ქარმა 300-მდე სახლს სახურავი გადახადა, ზარალის დათვლა დაწყებულია

სამეგრელოში ზარალის დათვლა დაწყებულია, სადაც ქარმა 300-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

დაზიანებულია 4 სკოლისა და საბავშვო ბაღის 2 შენობა. წაქცეულია 100-ზე მეტი ხე.

გზები სტიქიის ღამესვე გაიწმინდა. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რეგიონში იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დღის ამბები