23 აგვისტო 2026,   11:05
ვრცლად
თბილისის სპორტის სასახლეში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებამ სტარტი აიღო

თბილისის სპორტის სასახლეში დღეს სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ხმლით ფარიკაობაში. ასპარეზობაში, პლანეტის საუკეთესო თექვსმეტეულთან ერთად 42 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ჩაერთო.

ტურნირის პირველ დღეს გამართული საკვალიფიკაციო ორთაბრძოლების შედეგად, 64 უძლიერესი მოფარიკავე გამოვლინდება.

ხვალ მსოფლიო თასის ფინალები გაიმართება, ხოლო 11 თებერვალს, ასპარეზობა გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.

დღის ამბები