19 აგვისტო 2026,   16:23
ვრცლად
გლოვის დღე ბაღდათში - სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის ოთხ წევრს დღეს დაკრძალავენ

გლოვის დღე ბაღდათში. სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის ოთხ წევრს დღეს დაკრძალავენ. დაღუპულები ბაღდათის საკათედრო ტაძარში არიან დასვენებული, სადაც  დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბაღდათში სტიქიურ უბედურებას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი გუშინ დაკრძალეს.

რაც შეეხება ვითარებას, სტიქიის ეპიცენტრში გზა უკვე გაწმენდილია. აღდგენილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ამ დროისთვის ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება.

დღის ამბები