27 ივლისი 2024,   04:52
ვრცლად
შვედეთის ერთ-ერთ უდიდეს აკვაპარკში ძლიერი ხანძარია

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქში - გეტებორგში მდებარე აკვაპარკში ძლიერი ხანძარია - ცეცხლმა გაანადგურა ობიექტის ინფრასტრუქტურა.

ხანძარი ერთ-ერთ სასრიალოსთან გაჩნდა და მთელ შენობას მოედო. ისმოდა აფეთქებების ხმაც.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება. 

დღის ამბები