27 ივლისი 2024,   04:54
ვრცლად
პოლონელმა ფერმერებმა, პროტესტის ნიშნად, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რამდენიმე სატვირთო გააჩერეს და უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს

პოლონელმა ფერმერებმა, პროტესტის ნიშნად, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რამდენიმე სატვირთო მანქანა გააჩერეს და უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს. უკრაინა პოლონეთის ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პოლონელი ფერმერები, უკვე რამდენიმე კვირაა, აპროტესტებენ ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო რეგულაციებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან შესული იაფი მარცვლეული არასამართლიან კონკურენციას ქმნის ბაზარზე.

როგორც რეგიონულმა პროკურორმა განაცხადა, საბაჟო ბეჭდის მოხსნის და ქონების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

ამასთან, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„პოლონელი ფერმერების სახელით, ბოდიშს ვიხდი ასეთი აქტის გამო და ვითხოვ, გაგებით მოეკიდონ მათ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობას," – განაცხადა მინისტრმა.

 

დღის ამბები