29 ივნისი 2024,   11:44
ვრცლად
უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაფიქსირდა 60-მდე აფეთქება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ფრონტზე 63 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ყველაზე ცხელ მიმართულებებად ავდიივკა და მარინკა რჩება. რუსულმა ძალებმა, ღამით, უკრაინის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაბომბეს, რის შედეგადაც სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა. ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

"გავმართე შტაბის პირველი სხდომა ახალ სამხედრო მეთაურებთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. რთული მდგომარეობაა მარინკას, ზაპოროჟიეს, ავდიივკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო შეტაკებები. ცალკე განხილვის საგანია ვითარება ხერსონში. თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ მობილური თავდამსხმელი ჯგუფების რაოდენობა, რაც ცეცხლის გახსნისთვის და რუსული ტერორის წინააღმდეგ ყველაზე მოსახერხებელი იარაღი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები