27 ივლისი 2024,   04:41
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი იორდანიის მეფეს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იორდანიის მეფეს შეხვდა. განიხილეს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის - მძევლების გათავისუფლების შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები.

ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა განაგრძოს შეტევა რაფაჰში "სანდო გეგმის გარეშე" მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მან მხარი დაუჭირა ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტას.

იორდანიის მეფე აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას როგორც კონფლიქტის მხარეებისთვის, ისე - მთელი რეგიონისთვის.

დღის ამბები