27 ივლისი 2024,   03:56
ვრცლად
იტალიის თავდაცვის მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გვიდო კროზეტო რომის სან კარლო დინენსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტალიური მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრს გულის არეში ძლიერი ტკივილი აწუხებდა და კორონაროგრაფია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კროზეტოს პერიკარდიტის ნიშნები აქვს. ესაა გულის გარეთა გარსის ანთება, რომელიც გულმკერდის არეში ტკივილს იწვევს.

 

დღის ამბები