28 სექტემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ვაკის პარკი საქმეზე სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებულ გიორგი ვახტანგიშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გასამართლებული მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სასჯელს სახლში მოიხდის. გიორგი ვახტანგაშვილს 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. ვახტანგაშვილის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის ერთი მესამედი მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა.

გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3ი წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი

დღის ამბები